ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის ს/ს ინსტიტუტის პარტნიორის ტეიკიოს ( იაპონია) უნივერსიტეტის პროფესორი მანაბუ იეცუკი 17-22 ოქტომბერს, 10:00 საათიდან, თსუ მესამე კორპუსის N 10 აუდიტორიაში, ჩაატარებს ვორკშოპს თემაზე „ზოოარქეოლოგიური კვლევის მეთოდები“. ვორკშოპის ჩასატარებლად გამოყენებული იქნება გრაკლიან და ნიშის გორაზე, აგრეთვე, სვანეთის ექსპედიციის მიერ მოპოვებული სხვადასხვა პერიოდის ზოოარქეოლოგიური მასალა.